სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან მიმდინარე გაცვლითი პროგრამების შესახებ

23 ოქტომბერი, 2023

23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა  სტუდენტებთან მიმდინარე გაცვლითი პროგრამების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობებისა და პროცედურების თაობაზე, ასევე გაეცნენ მიმდინარე კონკურსის დეტალებს, ჩართვის კრიტერიუმებსა და განაცხადების წარდგენის ვადებს.

ღონისძიების მიმდინარეობისას თავიანთი გამოცდილება და მიგნებები გაუზიარეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უკვე სწავლობდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

Message body empty