სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ცხადდება მობილობა ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში 

27 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მობილობას პარტნიორ ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში  ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში.  სასწავლო პროცესი გაგრძელდება 2024 წლის თებერვლიდან-2025 წლის თებერვლამდე.

კონკურსში შერჩეულ სტუდენტს დაუფინანსდება მგზავრობა და მიიღებს სტიპენდიას ჯამში 5100 ევროს ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის მესამე კურსის სტუდენტებს. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 07.11.2023

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] 

  • პასპორტის ასლი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილი
  • CV Europass ფორმატი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

Message body empty