სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან - „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

15 ნოემბერი, 2023

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში დამსაქმებლის დღეების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან, სადაც სტუდენტები გაეცნენ პროექტს „დაიწყე კარიერა თეგეტაში“. 

ღონისძიება ჩატარდა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შანსი შეისწავლონ ავტოინდუსტრიის სფერო თეგეტა აკადემიაში, სწავლება იქნება სრულად დაფინანსებული კომპანიის მხრიდან, აკადემიის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას (1500, 1000, 800 ლარის ოდენობით, არასაპრიზო ადგილზე გასულები 500 ლარის ოდენობით) და დაიწყებენ ანაზღაურებად სტაჟირებას კომპანიაში. აღნიშნულ პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას ვისაც აინტერესებს ავტოინდუსტრია და კარიერული წინსვლა დიდ ჰოლდინგურ კომპანიაში.

Message body empty