სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამედიცინო კონფერენცია: გულის შეძენილი მარცხენამხრივი სარქვლოვანი პათოლოგიების სიმპტომატიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

20 ნოემბერი, 2023

18-19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: გულის შეძენილი მარცხენამხრივი სარქვლოვანი პათოლოგიების სიმპტომატიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კონფერენციის მომხსენებელი იყო გერმანიის ქ. შტუტგარტის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი კარდიოლოგი, კათეტერის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რეზო ჯორბენაძე. 

კონფერენციას ესწრებოდა 500-მდე მონაწილე: ექიმები, რეზიდენტები და სტუდენტები. 

კონფერენციის დასასრულს SEU-ს რექტორმა, ბატონმა გია კავთელიშვილმა, კარდიოლოგიის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბატონ რეზო ჯორბენაძეს მიანიჭა SEU-ს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ბატონი რეზო ჯორბენაძე გააგრძელებს თანამშრომლობას უნივერსიტეტთან აკადემიური მიმართულებით და ერთობლივად კიდევ სხვა მრავალი პროექტი დაიგეგმება.

Message body empty