სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები განათლებაში“

22 ნოემბერი, 2023

21 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი SEU - ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები განათლებაში“.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ამსტერდამში გამართული EDUTech_Europe-ის ღონისძიების, მასზე განხილული პრობლემური საკითხების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგომი ძირითადი გამოწვევების და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა, ასევე, ისაუბრეს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებსა და კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ: SEU-ს ვიცე-რექტორები გიორგი ღავთაძე და გოდერძი ბუჩაშვილი, ასევე SEU-ს ასოცირებული პროფესორი ნინო ბიწკინაშვილი.

Message body empty