სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გინეკოლოგიური და ძუძუს კიბოს საერთაშორისო კონფერენცია

19 ნოემბერი, 2023

17 -18 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი AHT-ს და საქართველოს გინეკოლოგ-ონკოლოგთა საზოგადოების ოგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „ AHT Workshop in Breast & Gyn Cancers: Challenges and Opportunities”. 

კონფერენციას უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები: დონ დიზონი - აშშ, მუსტაფა ზელალ მუალემი - გერმანია,   რენე ლაკი - ავსტრია, იგნასიო ზაპარდიელი - ესპანეთი, დილარა კაიდაროვა - ყაზახეთი, რიტა ტოკარი - ისრაელი, ჯუზეპე კურიგლიანო - იტალია და ეკატერინა კალაშნიკოვა - აშშ.

ონკოლოგიაში არსებულ უახლეს მიღწევებსა და გამოწვევებზე ერთმანეთს გამოცდილება ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა გაუზიარეს. 

„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ მოწვეულმა  ექსპერტებმა:  მუსტაფა ზელალ მუალემი (შარიტეს კლინიკა - ბერლინი), რენე ლაკი (გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი -  ავსტრია), იგნასიო ზაპარდიელი (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა - მადრიდი, ესპანეთი)  რამდენიმე უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს.

Message body empty