სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია

08 დეკემბერი, 2023

7 დეკემბერს, SEU-ს იურიდიული კლუბის ორგანიზებით და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია.

  • იურიდიული განათლების ფონდის ხელშეწყობით, საქართველოში, შეიქმნა ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმა.
  • ადამიანის უფლებათა გზამკვლევი არის ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის თერთმეტ ქვეყანაში და ძალიან მალე ამოქმედდება საქართველოში.
  • გზამკვლევი გთავაზობთ რესურსებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დაეხმარება შეისწავლონ ადამიანის უფლებები ყოველდღიური სიტუაციებისა და მაგალითების საფუძველზე.
  • ადამიანის უფლებათა გზამკვლევი შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები.
Message body empty