სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: “საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობა”

09 დეკემბერი, 2023

8 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ,  ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება (PCJ) და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობა“. 

შეხვედრის მომხსენებელი იყო დოქტორი თიმ ბუნიევაცი - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველი, მან მოიყვანა სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და სტუდენტებს გააცნო PCJ-ის პრინციპები. მონაწილეებს წარუდგინა სასამართლოსთან საზოგადოების ურთიერთჩართულობის წარმატებული მაგალითები, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.

დოქტორმა ბუნიევაცმა დეტალურად განმარტა PCJ-ის კონცეფცია, მონაწილეებს გააცნო შესაბამისი თეორიები და მიდგომები, ასევე განიხილა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების ადგილობრივ თემთან ჩართულობის გაძლიერების სტრატეგიები.

დოქტორმა განმარტა განსხვავება ტრადიციულ და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ სასამართლოებს შორის, ასევე განიხილა სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედი, სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად სხვადასხვა გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები.

ღონისძიება SEU-ს იურიდიული კლუბის ორგანიზებით  და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური/მოწვეული პერსონალი.

Message body empty