სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

წიგნის: „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია

14 დეკემბერი, 2023

13 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა ზურაბ ხონელიძის წიგნის: ,,მშვიდობის ქართული პარადიგმა’’  პრეზენტაცია. 

პრეზენტაციას გაუძღვა წიგნის ავტორი: ზურაბ ხონელიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ავტორი თავის მონოგრაფიაში, დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, საზოგადოებას სთავაზობს ახალ ხედვას - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

შეხვედრაზე განხილული თემები:

  • კონცეფცია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ;
  • ,,საუნივერსიტეტო დიპლომატიის’’ იდეისა და მისი თეორიულ-პრაქტიკული ღირებულებების შესახებ მოხსენება;
  • ქართულ-აფხაზური კონფლიქტი; მშვიდობიანი მოლაპარაკების გზის მიმოხილვა; 
  • ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრება;
  • განათლებისა და დიპლომატიის შერწყმა „საუნივერსიტეტო დიპლომატიით“.
Message body empty