სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორქშოპი თემაზე: “კოდის ერთი საათი”

10 დეკემბერი, 2023

9 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი" - ორგანიზებით გაიმართა ვორკშოპი თემაზე: კოდის ერთი საათი

"კოდის ერთი საათი" მსოფლიო საგანმანათლებლო მოძრაობაა. კვირეული ეძღვნება პროგრამისტ ქალს, გრეის ჰოფერს, ღონისძიებების მიზანია აჩვენოს სკოლის მოსწავლეებს, რომ ერთ საათშიც შესაძლებელია მიიღო ისეთი ცოდნა, რომ შეძლოს კოდის დაწერა.

ვორკშოფში მონაწილობაა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. მათ მიიღეს ცოდნა მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.  გაეცნენ ვებ-პროგრამირების საწყისებს და შექმნიან პირველ ვებ-გვერდს. 

ვორქშოპს გაუძღვნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი" - ლექტორები.

აღნიშნული ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას პირველი ნაბიჯები გადადგან თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში.

ექსპლორიუმი თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიაა, რომლის მიზანიცაა, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შეუწყოს ხელი სკოლის მოსწავლეებს შემოქმედებით განვითარებში.

Message body empty