სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

იმიტირებული სასამართლო პროცესი SEU-ში

17 დეკემბერი, 2023

16 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროექტის - ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

პროცესში დაცვისა და ბრალდების მხარედ მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ნაფიცი მსაჯულები და მოწმეები ასევე იყვნენ სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობას  აფასებდნენ:  საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ლაშა ბიწაძე და ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრი  ზაზა დათუკიშვილი.

Message body empty