სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

იმიტირებული სასამართლო პროცესი SEU-ში

20 დეკემბერი, 2023

19 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU - ს იურიდიული ფაკულტეტის და სსიპ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „მე მოქალაქე-ს“ ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

პროცესის მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს წარმოადგენდნენ: მოსწავლეები, რომელთაც პროცესის ჩატარების სპეციფიკა და წესები ორ დღიანი ტრენინგის ფარგლებში გააცნეს ჩვენმა სტუდენტებმა: ნიკოლოზ კობახიძემ და მაკა პაპაშვილმა.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ: იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თეა ჯუღელი და სსიპ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „მე მოქალაქე-ს“ ხელმძღვანელი ნუგზარ სადიკოვი.

Message body empty