სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პრაქტიკული ლექციების კვირეული SEU-ში

26 დეკემბერი, 2023

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩატარდა პრაქტიკული ლექციების კვირეული.

მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ძალიან მნიშვნელოვან, საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ლექციები თემებზე:

  • „კულტურის გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე“ სპიკერი: მათე ივანიაძე, კომპანია "ინვეტ ჯგუფის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი.
  • „ციფრული რევოლუცია მარკეტინგში“ სპიკერი: ნიკა ნაზღაიძე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. ციფრული კომუნიკაციის სააგენტო Digital Marketing House-ს დამფუძნებელი.
  • „მენიუს ინჟინერია“ სპიკერი: ზურა ქუთათელაძე, სასმელებისა და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Golden Tulip Design Tbilisi; საკონსულტაციო კომპანია „იკიგაი“-ის დამფუძნებელი, რესტორატორი.
Message body empty