სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში SEU–ს ვიცე-რექტორის ანა ფირცხალაშვილის საგრანტო წინადადებამ გაიმარჯვა 

27 დეკემბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სამეცნიერო- კვლევითი მიმართულებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU – ს ვიცე-რექტორის ანა ფირცხალაშვილის საგრანტო წინადადებამ გაიმარჯვა.

პროექტი ემსახურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას.

პროექტის ფარგლებში, მომდევნო 7 თვის განმავლობაში, შეიქმნება სასჯელმოხდილ პირთათვის სამართლებრივი გზამკვლევი და მობილური აპლიკაცია.

პროექტის მიზანია, ყველა სასჯელმოხდილ პირს ჰქონდეს წვდომა სამართლებრივ გზამკვლევზე და მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც თავს მოუყრის და მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე გადმოსცემს იმ სერვისებს, რომელზე ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.

Message body empty