სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ღონისძიება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის  - „წლის საუკეთესო მიღწევა“.

19 დეკემბერი, 2023

18 დეკემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით საქართველოს სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის გაიმართა რიგით მეექვსე ღონისძიება თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სადაც მიიღო 41-მა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებამ. მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2023 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა კვლევითი პროექტი: დომინანტური მენეჯერული სტილის კვლევა (გერტ ჰოფსტედეს კულტურული განზომილებების კონტექსტში).

ასევე დამსწრე საზოგადოებას, SEU-ში განხორციელებული კვლევითი პროექტის ანგარიში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა დავით ჩახვაშვილმა წარუდგინა. 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეადგენს ელექტრონულ ჟურნალს, სადაც განთავსებული იქნება ღონისძიებაზე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.

Message body empty