სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გარე მობილობა SEU-ში

07 თებერვალი, 2024

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge  რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე  წლის  30 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების საფუძველზე SEU-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.

SEU-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.
Message body empty