სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

წიგნის „ძირითადი უფლებები (კომენტარი)“ პრეზენტაცია

17 იანვარი, 2024

16 იანვარს, SEU-მ უმასპინძლა - წიგნის „ძირითადი უფლებები (კომენტარი)“ პრეზენტაციას. ნაშრომის ავტორები არიან SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი და სამართლის დოქტორი, SEU-ს ლექტორი ბესიკ ლოლაძე.

წიგნი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და  უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, ადვოკატები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურდიული ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თეა ჯუღელმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა ნინო ბალანჩივაძემ და წიგნის ავტორებმა. 

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი სამხარაძე.

ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ, თითოეული ძირითადი უფლების კომენტარს. წიგნის სტრუქტურა აგებულია ადამიანის უფლებათა კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და განხილულია მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის, ისე მიმდინარე სამეცნიერო დისკურსის ფართო კონტექსტში.

ნაშრომში გამოყენებულია 400-ზე მეტი სამეცნიერო ლიტერატურა და გადამუშავებულია 2000-მდე საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.

Message body empty