სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

01 თებერვალი, 2024

30-31 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ეცნობოდნენ და განიხილავდნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: 

კლიმატის ცვლილების არსი და მისი მეცნიერული დასაბუთება, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, მისი შედეგები და მათი კავშირი გენდერთან.

სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები სამართალწარმოების შესახებ კლიმატის ცვლილების დარგში და მიიღეს ინფორმაცია მისი მართვის გლობალურ და ადგილობრივ ჩარჩოზე. აგრეთვე, განიხილეს სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების დარგში საქართველოში და საზღვარგარეთ.

სემინარის ბოლოს გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „Chasing Ice” ჩვენება და დისკუსია. 

სემინარში მონაწილეობას იღებდნენ როგორც SEU-ს ისე 10-ზე მეტი სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და აქტიურად მონაწილეობდნენ შესაბამის აქტივობებსა და დისკუსიებში. 

სემინარი ტარდებოდა რეგიონულ პროგრამის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ (CDCPIII) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, ასევე გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

Message body empty