სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ მსოფლიო სამართლის ორგანიზაციის, მსოფლიო იურისტთა ასოციაციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები

08 თებერვალი, 2024

7 თებერვალს, SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ მსოფლიო სამართლის ორგანიზაციის, მსოფლიო იურისტთა ასოციაციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები.

შეხვედრას SEU-ს მხრიდან  ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი სამხარაძე და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - თეა ჯუღელი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ ტურავა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანი - გიორგი მირიანაშვილი.

მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შესაძლებლობები.

შეხვედრები ასევე  გაიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და იურიდიული დახმარების სამსახურში.

აღნიშნული ვიზიტი SEU-ში დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - “ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა” ნაწილია, რომელიც 8 თებერვალს გაიმართება.

Message body empty