სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია START-ის ვიზიტი SEU-ში

08 თებერვალი, 2024

7 თებერვალს, SEU-მ უმასპინძლა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია START-ის ხელმძღვანელობას, რომლებმაც შეხვედრები გამართეს სტუდენტებთან და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებთან.

ღონისძიებების ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს პროექტ START - ში მონაწილეობის პირობები და კრიტერიუმები, კონსულტაცია გაუწიეს პროექტში მონაწილეთა მსურველებს.

პროექტი START, პლიმუთის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულობის პარალელურად SEU-მ დაიწყო მზადება პლიმუთის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას ორმხრივ აკადემიურ, სასწავლო თუ გაცვლით აქტივობებში.

შეხვედრის ბოლოს SEU-სა და START-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

Message body empty