სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა"

09 თებერვალი, 2024

8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა". 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა და საერთაშორისო მკვლევრებმა, პროფესორებმა და ექსპერტებმა 5 სხვადასხვა ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები,  პოლონეთი) 11 უნივერსიტეტიდან, მათ მოხსენებები წარმოადგინეს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.  

კონფერენცია სიტყვით გახსნა SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილმა და SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა - ირაკლი სამხარაძემ.  

კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მაკა ბოჭორიშვილმა და გერმანიის ფედერაციული სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში - ერნსტ პეტერ ფიშერმა, მათ ხაზი გაუსვეს კონფერენციის თემის მნიშვნელობას და საქართველოს ევროპეიზაციის კურსს. 

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: 

  • პროფესორი ტანია ბიორცელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ევროპული ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. 
  • პროფესორი, დოქტორი ტომ კასიერი, გრონინგენის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის მიმართულების თავმჯდომარე. მისი თემა შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოების როლს ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შექმნაში, მის მნიშვნელობას და შედეგებს. 
  • ნინო მიშიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის სამართლის დეპარტამენტის მოადგილე. მისმა მოხსენებამ მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები. 

კონფერენციის დასასრულს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თეოდორა თომამ, წარადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციისა და დაგეგმილი 29-ე მსოფლიო სამართლის კონგრესის შესახებ, რომელიც 2025 წელს დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართება.

Message body empty