სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: ,,სასტუმრო მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები‘’

17 თებერვალი, 2024

16 თებერვალს, სასტუმრო „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi“-ში  გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,სასტუმრო მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები‘’.

საჯარო ლექცია  ჩაატარა SEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ლარისა დოლიკაშვილმა.

საჯარო ლექციისა და ინფო-ტურის მეშვეობით  სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა:

  • საერთაშორისო სასტუმროების (ბრენდების)  უცხოური ბრენდების მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებაში;
  • საქართველოში წარმოდგენილი სასტუმროთა ქსელების დინამიკა;
  • ქსელური სასტუმროს მუშაობის ტექნოლოგია;
  • სასტუმროში არსებული ინოვაციური პროექტებისა და სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივები.


საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ სასტუმროში დასაქმებულ პერსონალს და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები.

აღსანიშნავია, რომ SEU-სა და „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ღონისძიება ჩატარდა SEU-ს ტურიზმის კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

დიდი მადლობა  მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi“-ის ტრენინგების მენეჯერს, ქალბატონ შორენა ბერეჟიანს.

Message body empty