სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ორჰან დემიროვსკის საჯარო ლექცია

01 მარტი, 2021

1 მარტს,  SEU-მ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, უმასპინძლა ორჰან დემიროვსკის საჯარო ლექციას თემაზე "ინოვაციები ბიზნესში“.

ორჰან დემიროვსკიმ SEU-ს ბიზნესის და მენეჯმენტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "ინოვაციები ბიზნესში", სადაც საუბარი იყო ამ სფეროში ახალი ტენდენციების და  მიმდინარეობების ჩამოყალიბების შესახებ,  როგორიცაა კლიენტზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგი (customer-centered digital marketing)  სხვადასხა კომპანიების ჭრილში, მაგალითად: Tesla და Airbnb.

ორჰანმა ასევე, ისაუბრა მის გამოცდილებაზე სტუდენტებში მეწარმეობის  უნარების განვითარების შესახებ, ის გახლავთ ლონდონის ქოვენთრის უნივერსიტეტის ბიზნეს აქსელერატორის ხელმძღვანელი და წელიწდში დაახლოებით 1000-მდე სტუდენტს ეხმარება ბიზნეს იდეების პროექტად ჩამოყალიბებაში.

ის, აგრეთვე, არის SEU-ს მოწვეული ლექტორი და SEU-ში  ბიზნეს გეგმის განვითარების (Business Plan Development) და Performance Management-ის სალექციო კურსებს კითხულობს.

 

Message body empty