სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს მოდერნიზაცია - კონტროლიდან განვითარებაზე გადასვლით

10 მარტი, 2021

9 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: “სეუ-ს მოდერნიზაცია - კონტროლიდან განვითარებაზე გადასვლით”

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • ხარისხის განვითარებისა და გაუმჯობესების სისტემა - მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და შესრულებული საქმიანობის პრეზენტაცია (ნონა ზუმბაძე- ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
  • ანალიზის სამსახურის აქტივობების პრეზენტაცია (თამარ რაზმაძე - ანალიზის სამსახურის უფროსი)
  • წლიური ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია (დავით ყიფიანი - სტრატეგიული განვითარების მენეჯერი)
  • სასწავლო კურსების თვითშეფასება (ირინა ბერიძე - ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი)
  • სასწავლო კურსების თვითშეფასება - სწავლა-სწავლების წარმატებული მაგალითის წარდგენა (დავით ჩქოტუა - ასოცირებული პროფესორი,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი)
  • სასწავლო კურსების თვითშეფასება - სწავლა-სწავლების წარმატებული მაგალითის წარდგენა (ეკა დარბაიძე- მოწვეული ლექტორი,სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
  • პრაქტიკის თვითშეფასება (მარიამ ბაზერაშვილი - ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი)
  • წარმატებული პრაქტიკის ქეისის პრეზენტაცია (ანა ჯანჯღავა-მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი)
  • პრაქტიკის თვითშეფასება - პრაქტიკის წარმატებული მაგალითის წარდგენა (თორნიკე შურღულაია-თომას ჯეფერსონის კვლევითიცენტრის პრეზიდენტი)
Message body empty