სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პრეზენტაცია - "ტურიზმის საფუძვლები" და "სასტუმროს მენეჯმენტი"

13 მარტი, 2021

12 მარტს SEU-ში სახელმძღვანელოების "ტურიზმის საფუძვლები" და "სასტუმროს მენეჯმენტი" პრეზენტაცია გაიმართა

12 მარტს,  SEU-ში  პროფესორების კობა არაბულისა და ლარისა დოლიკაშვილის სახელმძღვანელოების "ტურიზმის საფუძვლები" და "სასტუმროს მენეჯმენტი" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ წიგნის ავტორები, რეცენზენტები, რედაქტორი და მოწვეული სტუმრები.

საგრანტო ნომინაციის საპროექტო წინადადება “სასტუმროს მენეჯმენტი” - სახელმძღვანელოს გამოცემა“ - გამარჯვებული პროექტი.

(პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი პროფესორი ლარისა დოლიკაშვილი)

სახელმძღვანელოში - სასტუმროს მენეჯმენტი ნაწ. II - სასტუმროს ოთახების მართვის დეპარტამენტი (Rooms Division Management) განხილულია:

  • სასტუმროების განვითარების ეტაპები
  • ცნობილი ოტელიერების პერსონალური და ბიზნეს პროფილები
  • სასტუმროების და სხვა განთავსების საშუალებების კლასიფიკაცია
  • თანამედროვე განთავსების საშუალებათა ყველაზე გავრცელებული ტიპები
  • სასტუმროთა დიფერენციაციის საერთაშორისო კრიტერიუმები
  • სასტუმროს ოთახების ტიპები და კატეგორიები
  • სასტუმროების მართვის თანამედროვე  ფორმები და ტექნოლოგიები
  • სასტუმროს სტრუქტურა (ინტერიერი და ექსტერიერი)
  • ოთახების მართვის დეპარტამენტის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები და სხვ.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის, სასტუმროს მენეჯმენტით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველთათვის.

კონსულტანტი დავით ჭავჭანიძე - სასტუმრო „შერატონ ნურ-სულთანის“ ოთახების მართვის დეპარტამენტის დირექტორი (ყაზახეთი).

პროექტში ჩართულები იყვნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კურსდამთავრებულები:

ანა ალფაიძე, ანა სოიანი და კობა კობაიძე.

რედაქტორები: ლარისა ყორღანაშვილი - ეკონომიკის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

თამარ თამარაშვილი - ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

რეცენზენტები: მ.ვასაძე - ეკონომიკის  დოქტორი,  პროფესორი.

ნ. ანდღულაძე - სასტუმრო „ბილთმორ  თბილისის“ - საზოგადოებრივი სივრცის მენეჯერი.

ნ. ბარბაქაძე - “შერატონ ბათუმის” ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტ-მენეჯერი.

  1. საგრანტო ნომინაციის საპროექტო წინადადება “ტურიზმის საფუძვლები” - სახელმძღვანელოსა და “ტურიზმის საფუძვლები” (ტესტები და პრაქტიკული სავარჯიშოები) დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემა“ - გამარჯვებული პროექტი.

პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი პროფესორი კობა არაბული, თანაავტორი - პროფესორი ლარისა დოლიკაშვილი.

რედაქტორი : პროფესორი   ნ. კვარაცხელია.

რეცენზენტი :  პროფესორი  მ. ღვინჯილია.

სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ელექტრონულად:

https://bit.ly/3eOMyNG

https://bit.ly/2Nqw9n7

https://bit.ly/38Lrjbp

Message body empty