სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Movetia-ს ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი დაიწყო

15 მარტი, 2021

15 მარტს დაიწყო პროექტი Movetia-ს ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოციალური მუშაობა“. პირველ ლექციას უძღვებოდნენ პროფესორი აქსელ პოლი, შვეიცარიის სენტ-გალენის უნივერსიტეტიდან და სეუ-ს მოწვეული ლექტორი ნათია გუგუნაშვილი.

2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ჩართულია „შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდის“ მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო პროექტში Movetia სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შვეიცარიიდან, უკრაინიდან და ალბანეთიდან. პროექტის პირველ ეტაპზე შემუშავდა ერთობლივი სასწავლო პროგრამა: „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოციალური მუშაობა“, რომლის იმპლემენტაცია დაგეგმილია მიმდინარე სემესტრში. პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა მაგისტრატურის საფეხურის 14 სტუდენტი შემდეგი მიმართულებებიდან: განათლების ადმინისტრირება, სამართალი, ადამიანური რესურსების მართვა, სოციალური ფსიქოლოგია. სალექციო კურსს უძღვებიან ლექტორები პროექტში მონაწილე 4 ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.

Message body empty