სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური ომბუდსმენი

10 დეკემბერი, 2020

2020 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ჩატარადა სტუდენტური ომბუდსმენის შესარჩევი ღონისძიება Zoom პლატფორმის გამოყენებით, რომლის შედეგადაც, ხმათა უმრავლესობით სეუ-ს სტუდენტურ ომბუდსმენად შეირჩა - მარიამ სოლოღაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის წარმატებული სტუდენტი.

შეგახსენებთ, რომ SEU-ში სტუდენტურ ომბუდსმენს ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტური ომბუდსმენის მიზანია სტუდენტების უფლებების დაცვა. ომბუდსმენს შეგიძლიათ მიმართოთ თუ ფიქრობთ, რომ დაირღვა ან შეიზღუდა თქვენი/ სტუდენტის უფლებები და თავისუფლებები ან/და გჭირდებათ მრჩეველი/მედიატორი არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის თქვენს საქმიანობას სეუ-ში.

ომბუდსმენს უნდა მიმართოთ წერილობით. კონკრეტული განაცხადის მიღების შემდეგ ომბუდსმენი დაგიკავშირდებათ არსებული პრობლემის განხილვისა და დახმარების მიზნით.

ომბუდსმენს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრონული ფოსტით: [email protected]

Message body empty