სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, ყოველი ახალი სასწავლო წლის/სემესტრის დაწყებამდე, სტუდენტი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია.
აკადემიურ რეგისტრაციის სტუდენტი ვერ გაივლის ადმინისტრაციული რეგისტრაციის (სწავლის საფასურის გადახდა) გავლის გარეშე.
აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (emis.seu.edu.ge) საშუალებით. სისტემაში, სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია მისი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი და სილაბუსები.
აკადემიური რეგისტრაციის პროცესში, სტუდენტს აქვს მისი ინტერესებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჩამოყალიბებისა და ინდივიდუალური სასწავლო ცხრილის ეფექტურად ფორმირების შესაძლებლობა. სტუდენტი თავისუფალია სასწავლო კომპონენტების, მათი განმახორციელებელი პერსონალისა და ჯგუფის არჩევანში. სასწავლო კომპონენტზე რეგისტრაცია შეზღუდულია კონკრეტული სასწავლო კომპონენტის დაშვების წინაპირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას დადგენილ დროს, იგი ვალდებულია მიმართოს სეუ-ს განცხადებით (emis.seu.edu.ge-დან), სადაც მითითებული იქნება რეგისტრაციის გაუვლელობის დასაბუთებული მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალაში შევიდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების პროცედურა. ამ შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებელია გამონაკლისის სახით მიეცეს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გარეშე აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება, თუ იმ დროისთვის არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
სასწავლო კომპონენტის შეცვლა/გაუქმება/დამატება დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, თუ იმ დროისთვის არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება.