არ მსურს გამოწერა

სამედიცინო სამსახური

სამედიცინო დახმარების სამსახურის კომპერტენციაში შედის:

  • საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის;
  • გარკვეული ინფექციური თუ ვირუსული დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის;
  • უნივერსიტეტის პერსონალის დაზღვევის ორგანიზება და კონსულტაციის გაწევა სადაზღვევო საკითხებში;

სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი:

  • სამედიცინო დახმარების სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის უფროსის   ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.