სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საბანკო საქმე

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის მიზანი შეესაბამება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მისიას, ითვალისწინებს თანამედროვე საფინანსო-საკრედიტო გარემოს მზარდ პრაქტიკულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტის მომზადებას, რომელიც:

• შეძლებს საბანკო-საფინანსო სფეროსათვის საჭირო თეორიული ცოდნის სრულყოფას და პრაქტიკაში გამოყენებას;

• იმოქმედებს, როგორც საიმედო და დამოუკიდებელი საკრედიტო ექსპერტი ბანკის/საკრედიტო ორგანიზაციის სტრატეგიის ფორმირებასა და განვითარების პროცესში;

• კვლევისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების შესაბამისად დამოუკიდებლად შეძლებს პრობლემათა იდენტიფიცირებას და მათი ეფექტურად გადაჭრის ახალი ორიგინალური გზების გენერირებას;

• პროფესიულ და აკადემიურ სფეროში, რთული ან არასრული ინფორმაციის ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზის საფუძველზე შეძლებს მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების დადასტურებას.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:


• სიღრმისეულად აღწერს საბანკო სექტორის მართვასთან დაკავშირებულ ძირითად კონცეფციებს;

• ახორციელებს საფინანსო-საკრედიტო სფეროში რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს, ინფორმაციის ინოვაციური მეთოდებით შეფასებას და საკუთარი არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბებას, სადაც იქნება ასახული საბანკო სექტორისათვის დამახასიათებელი სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები;

• ახდენს საბანკო სფეროს არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს პრევენციის ღონისძიებებს;

• განსაზღვრავს რა სახის ქმედებები იწვევს საბანკო-საკრედიტო სფეროში არასტაბილურობას, დისპროპორციებს, ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობის შემცირებას, რისკების ზრდას;

• აღწერს როგორ და რატომ იცვლება საბანკო რეგულაციები და ამ რეგულაციების გავლენას საკრედიტო-საბანკო სისტემის აქტივობაზე;

• იყენებს საბანკო საქმის თანამედროვე კონცეფციებს საკრედიტო-საბანკო სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის ახალი გზების გენერირებისთვის;

• ორიგინალური მეთოდების გამოყენებით დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევას საბანკო სექტორში მიმდინარე კონკრეტული სიტუაციების გასაანალიზებლად ბიზნესის კვლევის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;

• არსებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფუძველზე სთავაზობს საბანკო საქმიანობის განსხვავებულ სტრატეგიებს კონკრეტული საკრედიტო გარიგებებისას;

• იყენებს საბანკო საქმეში მიღებულ თეორიულ ცოდნას საკრედიტო სფეროში ადაპტირებისათვის;

• იყენებს საბანკო საქმეში მიღებულ პრაქტიკულ კომპეტენციებს საკრედიტო სისტემის მართვის სფეროში ორიგინალური მიდგომების ფორმირებისა და პრაქტიკაში რეალიზებისათვის.

ჩარიცხვის პირობები

საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე). B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით (ტოიფელი, ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის სერტიფიკატი და სხვ.)


საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია:

• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.


• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გარეშე გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.

დასაქმების სფერო

საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში (საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო‚ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვ.), ასევე, კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და საერთაშორისო და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებში, სამეწარმეო და კონსალტინგურ ფირმებში, დაიკავოს მმართველობითი რგოლის მენეჯერის პოზიციები და განახორციელოს მმართველობითი‚ საფინანსო, ადმინისტრაციულ-სამეურნეო‚ ანალიტიკური, სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა.

პარტნიორი ეკონომიკური აგენტები
▪ ააიპ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
▪ სს თიბისი ბანკი;
▪ სს საქართველოს ბანკი;
▪ სს ფინკა ბანკი საქართველო;
▪ შპს ეკონომიკის კვლევის და განვითარების ინსტიტუტი;
▪ შპს IT Global.

ზოგადი ინფორმაცია

Message body empty