სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ადამიანური რესურსების მართვა

პროგრამის აღწერა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია:

• მოცემული პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები, მენეჯერები, კონსულტანტები, რომლებიც ფლობენ თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნას, დარგობრივ ხედვებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.


• პროგრამის ამოცანაა გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლების მომზადებულები იქნებიან ადამიანური რესურსების მართვის ყველა მაპროფილებელი მიმართულებებში და აქტივში ექნებათ აუცილებელი უნარ-ჩვევები და სამუშაო ინსტრუმენტები. ამავდროულად, პროგრამა დიდ ყურადღებას უთმობს დარგობრივი ხედვების ჩამოყალიბებას, კონცეპტუალური საკითხების და დარგში არსებული ტენდენციების ცოდნის მაქსიმალურ გადაცემას.


• პროგრამის კონცეფცია გულისხმობს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის და ბიზნესის მიმართულებების გაერთიანებას და ამ გზით უპირატესობის მოპოვებას იმ პროგრამებთან შედარებით, რომლებიც ვითარდებიან რომელიმე ცალკეული დარგის ბაზაზე.


• პროგრამის სტრუქტურა საშუალებას აძლევს სტუდენტს, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ორგანიზაციის გამოწვევებს. ეს გამოწვევები უკავშირდება, ორგანიზაციულ და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, შესრულების (შედეგიანობის) მართვას, ცვლილებებისა და ინოვაციების დაგეგმვას. პროგრამა სრულად მოიცავს ორგანიზაციის ფსიქო-სოციალურ ასპექტებს, ბიზნესის მოთხოვნებს, საკანონმდებლო ნორმებს, ორგანიზაციული კვლევისა და დიაგნოსტირების ინსტრუმენტებს.


• პროგრამა მიმართულია ადამიანური რესურსების სფეროში არსებული თანამედროვე ხედვებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებასა და ამავდროულად კონკრეტული ინსტრუმენტების გაცნობა/ათვისებაზე.


• პროგრამა მოიცავს ინოვაციურ კომპონენტს, რომელიც გულისხმობს რეალური საკონსულტაციო პროეტების განხორციელებას, რაც შესაძლებლობას მისცემს პროგრამის მონაწილეებს მოირგონ კონსულტანტის როლი და რეალურ პროექტებში დაგეგმონ და განახორციელონ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული აქტივობები.

სწავლის შედეგები

სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტების ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას სოციალური ურთიერთქმედებების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის კომპლექსურად შესწავლის და ორიოგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის.


ცოდნა გაცნობიერება:

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს, კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

• გლობალიზაციის პირობებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში გლობალური და ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოწესრიგების გზები;


• ორგანიზაციის მართვის საფუძვლების პრინციპები ✓ ადამიანური რესურსების მართვის დამახასიათებელი სპეციფიური მეთოდებისა და საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა, ცოდნის კონკრეტულ სიტუაციებთან მისადაგება;


• ადამიანური რესურსების სტრატეგიული როლის გაცნობიერება და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკების დაგეგმვა ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;


• შრომის საკანონმდებლო ბაზა, სადავო სიტუაციების პრევენცია, ორგანიზაციის და დამსაქმებლის უფლებები და მოვალეობები;


• ჩაღრმავებული ცოდნა კადრების მოზიდვა / შერჩევის, სწავლების, კარიერული განვითარების, შესრულების მართვის და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით;

• ორგანიზაციული ცვლილებების მართვის საფუძვლები და ტექნიკები, ეფექტიანი გუნდების ჩამოყალიბების პრინციპები.


უნარი:


პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;


კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:


• კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიებას;


• კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში ორიენტირებას, ორგანიზაციული რისკ-ფაქტორების განსაზღვრას,

• ადამიანური რესურსების სტრატეგიის შემუშავებას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას;

• სტრატეგიული საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას;

• უახლესი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას;

• ორგანიზაციული დიაგნოსტიკის განხორციელებას;

• ორგანიზაციული განვითარების დონის განსაზღვრას, დიაგნოსტირებას და ადამიანური რესურსების სფეროში კრიტიკული საჭიროებების დასაბუთებული ჩამოყალიბებას;

• ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე პროცესების და ცვლილებების უახლესი კვლევების შედეგებზე და უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ოპერაციული ადამიანური რესურსების მართვის კრიტიკული ანალიზს, პროცესების აუდიტს.

• სამუშაო გარემოში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკების ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას და გაუმჯობესების გზების დაგეგმვას;

• რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;

• შეუძლია კვლევის მონაცემების ინტერპრეტირება, მონაცემთა სიმრავლის, ან არასრული მონაცემების პირობებში ადექვატური დასკვნის გაკეთება;
შეუძლია კვლევის შედეგების გადმოცემა, წერილობითი ან ზეპირი, სრული თუ განზოგადებული ფორმით.

ჩარიცხვის პირობები

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფოს მიერ დადასტურებულ შესაბამის დოკუმენტს (დიპლომს) შემდეგ დარგებში: ბიზნეს ადმინისტრირება, საჯარო ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და სოციალური მეცნიერებები და / ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. კანდიდატი სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე მოიპოვებს ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე. სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე). B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით.

პროგრამაზე კანდიდატის მიღების პირველი ეტაპია კანდიდატის შეფასება ფორმალური მოთხოვნების მიხედვით, მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან.

სამაგისტრო პროგრამაზე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში , სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


სამაგისტრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან / პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.


სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და უცხო (ინგლისურ) ენაში.


სპეციალობის გამოცდის საკითხები მტკიცდება უნივერსიტეტის მიერ და ქვეყნდება პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რეგისტრაციასთან ერთად.


უცხო ენის (ინგლისური) გამოცდის შედეგად პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებიც გამოცდის შედეგების გათვალისიწნებით დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეს ენობრივი კომპეტენციის ევროპული ჩარჩო-აღმწერის (CEFR) შესაბამისად.



ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:

ა.) BEC exam and CELS exam – Vantage

ბ.) Cambridge exam – FCE

გ.) Pritman ESOL International

დ.) TOEIC – 541

ე.) TOEFL – 500 (Paper - based)

173 (Computer - based)

72 (Internet - based)

ზოგადი ინფორმაცია

ადამიანური რესურსების მართვა