სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო კონფერენციები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019 II

10 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, წინანდლის ქ. N 17 12:00

ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო.

მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით,  ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი:  

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • ჰუმანიტარულ-სოციალური  მეცნიერებები
  • განათლება
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა 

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით
  • აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
  • ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი. 

წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეფერირებასა და პლაგიატზე შემოწმებას.

მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველ+ ოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს. 

ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.

კონფერენციის ვადები;

  • კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. 
  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა. 
  • განსაზღვრული ვადების დაღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.
  • კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 10 ნოემბერი.

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

Message body empty