სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტურიზმი

ტურიზმი

I. განმარტავს ტურიზმის სფეროში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, ტერმინებს და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

II. აცნობიერებს ტურიზმის მენეჯმენტის ძირითად  კონცეფციებს და მოდელებს, ტურიზმის სფეროს  შესწავლის მნიშვნელობას;  ახდენს ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურაში შემავალი ერთეულების/ სუბიექტების კლასიფიკაციის იდენტიფიცირებას; აანალიზებს ტურიზმის მმართველობით კატეგორიებს და მათ ფუნქციონალურ მახასიათებლებს ტურიზმის მენეჯმენტის სისტემაში.

III. აღწერს ტურიზმის მარკეტინგის სფეროში ტურისტული მომსახურებისადმი მომხმარებელთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნა /მოლოდინებს, ტურისტული დესტინაციებისა და ღონისძიებების რეკლამირებას. არჩევს ტურიზმის საწარმოს ეკონომიკური და ფინანსური რეალიზაციის  თავისებურებებს. 

IV. აცნობიერებს მომსახურების ტექნოლოგიების (ტრანსპორტი, განთავსება, კვება) მართვის ზოგად ამოცანებს: სასტუმრო ბიზნესის განვითარების,   სასტუმროს პერსონალის ფუნქციების, კვებისა და ტურისტთა  სატრანსპორტო უზრუნველყოფის საკითხებს.

V. აღწერს ტურიზმის რეგიონულ ღირსშესანიშნაობებს. არჩევს მსოფლიოს ტურისტულ რაიონებს, მათ იერარქიასა და ტიპოლოგიას. აანალიზებს  საერთაშორისო  ტურიზმის განვითარების გლობალურ და რეგიონულ ასპექტებს.

VI. ახდენს საქართველოს ტურისტული რესურსების ბუნებრივ-რეკრეაციული და საკურორტო-ტურისტული პოტენციალის ხარისხობრივი მახასიათებლების იდენტიფიცირებას. აღწერს საქართველოს  რეგიონებში არსებული სტრატეგიული ტურისტული რესურსებისა და მათთან დაკავშირებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.

VII. აცნობიერებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში კულტურული და ეთნოგრაფიული ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული მიმართულებების მნიშვნელობას საერთაშორისო მოგზაურობებში.
VIII. ახდენს თანამედროვე საბუნებისმეტყველო ტურიზმის დარგობრივი მიმართულებების (ეკოლოგიური, აგრო, სამკურნალო-კურორტოლოგიური) იდენტიფიცირებას; ცალკეული მიმართულებების შესაბამისად რესურსული პოტენციალისა და შესაძლებლობების შეფასებას.
IX. ახორციელებს მიზნობრივ-თემატური ტურისტული პროდუქტის შექმნას, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვას, თვითღირებულების გამოთვლასა და ფასის დადგენას.
X. ახორციელებს ბილეთების დაჯავშნას საერთაშორისო დაჯავშნის სისტემების გამოყენებით: ტრანსპორტირებას, განთავსებას, კვებას, ცალკეული ჯგუფებისა და  ინდივიდებისათვის.
 

Message body empty