სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აბიტურიენტებისთვის

სტუდენტთა კარიერული განვითარება/ვაკანსიები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტთა  და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებას. ამ მიზნით,  აქტიურად თანამშრომლობს  სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან.

უნივერსიტეტი,  სისტემატიურად მასპინძლობს დასაქმების ფორუმებს, ტრენინგებს, ვორკშოფებს.   ვებ გვერდზე მუდმივად იდება ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების შესახებ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სეუს სტუდენტებისთვის ცხადდება. სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და მიიღონ რჩევები პროფესიონალისგან.

ასევე, უნივერსიტეტი სტუდენტებს ამზადებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი თავადაც  იყვნენ დამსაქმებლები.  სასწავლო პროცესის სტრუქტურიდან გამომდინარე, სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე  უვითარდებათ ლიდერობის, პრობლემის გადაჭრის, სიღრმისეული გააზრების, კომუნიკაციის უნარი, ეს კი  წარმატებული მენეჯერის  უტყუარი წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი თავად  დამსაქმებელია.