სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მართვა

ინსტიტუციური კვლევითი ფონდის შემადგენლობა

საკუთარი მიზნებისა და აქტივობების განსახორციელებლად ფონდში შექმნილია  მრჩეველთა საბჭო და საკონკურსო კომისია.

ფონდის მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან: 2 ვიცე-რექტორი - სამეცნიერო კვლევებისა და ფინანსური  მიმართულებით და ხუთი აკადემიური პერსონალი. რომელთაგან ორი არის სეუს პროფესორი, ერთი უცხოური უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო ორი ადგილობრივი უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი.

მრჩეველთა საბჭო ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ, ვიცე-რექტორის წარდგინების საფუძველზე 5 წლის ვადით.

საპროექტო წინადადებების შეფასებას ახდენს მრჩეველთა საბჭოს მიერ დანიშნული საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიას ირჩევს მრჩეველთა საბჭო 1 წლის ვადით, კვლევითი მიმართულებით ვიცე-რექტორის წარდგინების საფუძველზე. საკონკურსო კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 1 წევრი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარმოადგენს, 3 არის სეუ–ს პროფესორი და 1 ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტი კვლევების მართვის მიმართულებით.

იმ კვლევებთან  მიმართებით, რომლისთვისაც აუცილებელია ცდის პირებად ადამიანების ჩართვა, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განსახილველად მოწვეული იქნება შიდასაუნივერსიტეტო ეთიკის კომისია. იგი დაადგენს კვლევითი პროექტის ეთიკურობის საზღვრებს და მის შესაბამისობას როგორც ზოგადსაკაცობრიო, ასევე უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ნორმებთან. ეთიკის კომისიაში უნდა შედიოდეს დარგის მინიმუმ 5 სპეციალისტი, რომელთაგან მინიმუმ 3 არ უნდა იყოს უნივერსიტეტის პერსონალი.