კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კლინიკური ფსიქოლოგიის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს კლინიკურ ინტერვენციას და ფსიქოკონსულტირების პროცესს:
• მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც ექნება სიღრმისეული ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში;
• ღრმად და სიტემურად გააცნოს კლინიკური ფსიქოლოგიის და ფსიქოკონსულტირების სფეროში არსებული თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მიდგომები;
• ასწავლოს ჰოლისტურ პრინციპებზე და ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე დაფუძნებული ინტერვენციის განხორციელების მეთოდოლოგია;
• განუვითაროს სამეცნიერო სფეროში ინფორმაციის ანალიზის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპებისა და ცოდნის გამოყენებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროს ფარგლებში საკუთარი პრაქტიკის გაზიარების, პროფესიულ დისკუსიებში აზრთა გაცვლის უნარჩვევები;
• ჩამოუყალიბოს ადამიანის უფლებების, ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის ნორმების დაცვით მაღალი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ღირებულება.
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვებისას სტუდენტი ღრმად და სისტემურად:
• აანალიზებს ადამიანის ქცევას პიროვნების სხვადასხვა თეორიების პოზიციიდან;
• მსჯელობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებისა და ამოცანების შესახებ;
• აღწერს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების ძირითად ფორმებს და მათი დიაგნოსტიკის, კლასიფიკაციის და მართვის პრინციპებს;
• აღწერს და განმარტავს ძირითად ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდებს, მათი შერჩევის პრინციპებს, ახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას;
• განმარტავს ფსიქიკური აშლილობების, პროფილაქტიკურ, თერაპიულ და რეაბილიტაციურ მეთოდებს და აანალიზებს ფსიქოლოგიური კონსულტირების ეთიკური სტანდარტების პრინციპებს;
• აანალიზებს ადამიანის ქცევაში თავის ტვინის სხვადასხვა სისტემების როლს.
• შეარჩევს და იყენებს ვალიდურ ინსტრუმენტებს, როგორც კვლევის ჩატარებისას, ასევე, ინდივიდის შეფასებისას, კლიენტთან და მოსარგებლე ჯგუფთან მუშაობისას.
• აფასებს კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროს ფარგლებში საკუთარ პრაქტიკას, საკუთარი პრაქტიკის გაზიარების მიზნით მონაწილებს პროფესიულ დისკუსიებში და სწავლობს აზრთა სხვადასხვაობის კონტექსტში.
• გეგმავს და ახორციელებს კლინიკურ ინტერვიურებაზე დაყრდნობით, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ფსიქოლოგიურ კონსულტირებას და კრიზისულ ინტერვენციას მაღალი პროფესიული სტანდარტების მიხედვით პიროვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.
• გეგმავს და ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებს, უწევს ადგილობრივ თემში ადვოკატირებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საჭიროებას.
კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებულ პირს ან ფსიქიატრის კვალიფიკაცის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეცია-ლობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე). B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით (ტოიფელი, ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინლისური ენის სერტიფიკატი და სხვ.)
საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია:
• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;
• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გარეშე გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრს შეეძლება დასაქმდეს საჯარო და არასაჯარო ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, სადაც კლინიკური ფსიქოლოგის და ფსიქოკონსულტანტის კვალიფიკაცია ესაჭიროებათ. ასეთი დაწესებულებებია:
• საავადმყოფოები;
• საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრები;
• პენიტენციური დაწესებულებები;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები;
• ფსიქიატრიული კლინიკები;
• ამბულატორიულ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურები;
• კრიზისული ინტერვენციის სამსახურები;
• მობილური სათემო გუნდები;
• ხანდაზმულთა სოციალური ზრუნვისა და დაცვის სამსახურები;
• კვლევითი ორგანიზაციები;
განახორციელოს კერძო პრაქტიკა კლინიკური ფსიქოლოგიური ინტერვენციისა და ფსიქოკონსულტირების მიმართულებით.
მაგისტრატურა
ქართული
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
2 წელი / 4 სემესტრი
120 ECTS კრედიტი
აკრედიტებული
3300₾
ასისტენტ-პროფესორი გიორგი დონაძე