სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამა გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის უნივერსიტეტში სტიპენდიით

18 თებერვალი, 2022

ბადენ-ვიურტემბერგის უნივერსიტეტი (DHBW) SEU-ს სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, 1 სემესტრი, შემოდგომის სემესტრი ისწავლონ გერმანიაში, ამ უნივერსიტეტში.

სალექციო პერიოდი: 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი 2022.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს ყველა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს. (გარდა სამარათლის და მედიცინის პროგრამებისა)

სწავლების ენა: ინგლისური ენა

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი

სტიპენდია ითვალისწინებს ყოველთვიური ცხოვრების ხარჯს 1000 ევროს ოდენობით. სტუდენტი ასევე თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან ბადენ-ვიურტემბერგის უნივერიტეტში.

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი (უნივერსიტეტიდან);
  • ნიშნების ფურცელი;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (არ ქონის შემთხვევაში ჩატარდება ტესტირება);
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა https://www.karlsruhe.dhbw.de/en/exchange-students/application-and-scholarships.html#anchor-main-content

სტიპენდიაზე დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე:

https://www.karlsruhe.dhbw.de/en/exchange-students/general-information.html

შერჩევა მოხდება SEU-ში დადგენილი კონკურსით რომლის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე https://www.seu.edu.ge/ka/1518/

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

სწავლის ან კვლევისთვის საზღვარგარეთ ყოფნის გარდა, ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი პიროვნული უნარები და მიიღონ საერთაშორისო დონის სტანდარტების სწავლის შესაძლებლობა სხვადასხვა კულტურისა და წარმომავლობის მქონე სტუდენტებთან ერთად.

Message body empty