სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სოციალური ფსიქოლოგია

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია:

• სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის ფსიქოლოგების მომზადებას ფსიქოლოგიის ყველაზე ფართო, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციაში, შეასწავლოს სტუდენტს სოციუმთან ადამიანთა ურთიერთქმედების ზოგადი და სპეციფიკური კანონზომიერებები, ჯგუფის, როგორც საზოგადოებრივი ფორმაციის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი საკითხები, გააცნოს სხვადასხვა სოციალური როლისა და ნორმატიული სისტემის ადამიანზე ზემოქმედების კანონზომიერებანი;

• პროგრამის ამოცანაა განუვითაროს სტუდენტს ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის ანალიზისა და შემეცნების კომპეტენცია, გააცნობიერებინოს ადამიანთა ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები, გავლენისა და ლიდერობის უკან არსებული ფსიქოლოგიური ფაქტორების ანალიზ-უნარი, მიღებული ცოდნის გაღრმავების, სამეცნიერო წყაროებთან მუშაობის, პრაქტიკულ სიტუაციასთან მისადაგების და დამოუკიდებელ კვლევაში თუ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების უნარები;

• პროგრამა ითვალისწინებს თეორიული საფუძვლების, კონკრეტული სტრატეგიების და მათი ადეკვატური გამოყენების ხერხების ღრმა და სისტემურ შესწავლას. ადამიანის სოციალური გარემოს ოპტიმალური ურთიერთქმედების პრინციპების დაუფლებას;


• პროგრამა მოწოდებულია მაგისტრს გამოუმუშაოს ახალი, ორიგინალური იდეებით პროფესიული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების, კომპლექსური პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტის დარგის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენების უნარები, ჩაუსახოს სტუდენტს რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის, პროფესიული განვითარების სტრატეგიის სტრატეგიულად დაგეგმვის, თვითშემეცნებისა და პროფესიული ზრდის გამოწვევები;

• პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის აუცილებელი კვლევითი, პრაქტიკული და თეორიული ბაზისის ფორმირება ხდება პროგრამაში შესაბამისი პროფილის (სასწავლო, კვლევითი, პრაქტიკული) სასწავლო კომპონენტების არჩევით, განუვითაროს დარგობრივი კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებისა და სამეცნიერო ნაშრომის შესრულების კომპეტენცია საგანმანათლებლო საფეხურის დონის შესაბამისად;

სწავლის შედეგები

სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტების ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას სოციალური ურთიერთქმედებების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის კომპლექსურად შესწავლის და ორიგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის.

ჩარიცხვის პირობები

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (დიპლომი) და რომელიც ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე.

სამაგისტრო პროგრამაზე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


სამაგისტრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან / პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.


სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და უცხო (ინგლისურ) ენაში.


სპეციალობის გამოცდის საკითხები მტკიცდება უნივერსიტეტის მიერ და ქვეყნდება პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რეგისტრაციასთან ერთად უცხო ენის (ინგლისური) გამოცდის შედეგად პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებიც გამოცდის შედეგების გათვალისწინებით დაადასტურებენ უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის არანაკლებ B2 დონეს ენობრივი კომპეტენციის ევროპული ჩარჩო-აღმწერის (CEFR) შესაბამისად.


ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:

ა.) BEC exam and CELS exam – Vantage

ბ.) Cambridge exam – FCE

გ.) Pritman ESOL International

დ.) TOEIC – 541

ე.) TOEFL – 500 (Paper - based)

173 (Computer - based)

72 (Internet - based)

 

დასაქმების სფერო

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში. პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში, აწარმოონ კვლევა და სოციალურ-ფსიქოლოგიური კონსულტირება, ასევე იმუშაონ სფეროსთან მომიჯნავე დარგში (ადამიანური რესურსების სამსახური, პროფესიული განვითარების ტრენერი, ქოუჩი და ა შ)

ზოგადი ინფორმაცია

Message body empty