სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

ERASMUS+

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სამედიცინო/ჯანდაცვის საგანმანათლებლო სფეროში რეცენზირების საშუალებებისა და ამოცანების შემუშავებაზე ორიენტირებული “the ERASMUS+ SPRING Project” (609528-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-JP)-ის პარტნიორ სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. პროექტის მიზანია სამედიცინო სფეროში მოღვაწე უნივერსიტეტების პოტენციალის გაფართოება და მონაწილე პარტნიორ ქვეყნებში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

პროექტის ამოცანებს წარმოადგენს:
რეცენზირების პროცესთან, როგორც სამიზნე პარტნიორ ქვეყნებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ არსებული სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული ერთეულების მუდმივი განვითარებისთვის აუცილებელ და ეფექტურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.

საერთაშორისო სარეცენზიო საბჭოს დაარსება (MPRB). სამიზნე პარტნიორ ქვეყნებში და მათ ფარგლებს გარეთ აკადემიური პროგრამებისა და ადმინისტრაციული პოლიტიკის, პროცესების, პროცედურებისა და აქტივობებისათვის მუდმივი სარეცენზიო პროცესის შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება.

თვითშეფასებისა და კოლეგათა რეცენზირების დავალების მიცემის საშუალებით, ფაკულტეტის წევრებისა და აკადემიური პერსონალის ნაყოფიერების ამაღლება.

ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამედიცინო/ჯანდაცვის განათლების რეცენზირება” (PRIMED-EECA)-ს დაფუძნება.

პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (HEI)-ის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება.

ა.ე.ც.ა (EECA)-ს მასშტაბით პროგრამის მონაწილე სასწავლო დაწესებულებებისა და პარტნიორი ქვეყნების სამედიცინო განათლებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სამინისტროებისა და ეროვნული სააგენტოებისთვის პროექტის მიღწევებსა და სხვა საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

პირველი შედეგი: სამიზნე პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებების აკადემიურ და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის რეცენზირების პროცესთან დაკავშირებით გაზრდილი ცნობიერება.

მეორე შედეგი: გამართულად ფუნქციონირებადი საერთაშორისო სარეცენზიო საბჭო (MPRB)-ის დაარსება.

მესამე შედეგი: სამიზნე პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებების აკადემიური პროგრამებისა და ადმინისტრაციული პოლიტიკის, პროცესების, პროცედურებისა და აქტივობების უწყვეტი რეცენზირების თანმიმდევრულობა.

მეოთხე შედეგი: თვითშეფასებისა და კოლეგათა რეცენზირების დავალების მიცემის საშუალებით, ფაკულტეტის წევრებისა და აკადემიური პერსონალის გაზრდილი ნაყოფიერება.

მეხუთე შედეგი: პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (HEI)-ის ინტერნაციონალიზაციის გაზრდილი დონე.


პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებები:

  • ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაუ
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU
  • ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახაროვის სახელობის გარემოს დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  • გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სანჯარ ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ტაჯიკეთის ავიცენას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ხატლონის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ლიეტუვას სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
Message body empty