სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფაკულტეტის შესახებ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ორიენტირებულია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სწავლების პროცესში, ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებას.

ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებებს, სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ტრენინგებს, რაც მათ ეხმარება სწავლის პარალელურად გამოიმუშაონ მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები. სტუდენტები ერთვებიან კვლევით საქმიანობაში, რითაც წვლილი შეაქვთ უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული, მულტიდისციპლინარული და ტრანსდისციპლინარული კვლევების განვითარების პროცესში.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით, სადაც სტუდენტები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე და ქმნიან რეალურ პროექტებს.

სწავლების პროცესში გამოიყენება, როგორც ქართულენოვანი, ასევე, ინგლისურენოვანი ლიტერატურა, რომელიც თანხვედრაშია შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან. პრაქტიკოსი ლექტორები, იყენებენ თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის და უვითარებს სტუდენტს სოციალური, ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს მიმართულებით, მიმდინარე  მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარს.

Message body empty