სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

25 აგვისტო, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წელს შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • საბანკო საქმე
  • განათლების ადმინისტრირება
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • კლინიკური ფსიქოლოგია
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
  • მონაცემთა მეცნიერება


სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ონლაინ, მეორე ეტაპზე კი - გამოცხადდეს უნივერსიტეტში და წარმოადგინოს დოკუმენტაცია ქვემოთ მითითებულ ვადებში.

ელექტრონული რეგისტრაციის ვადები

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 10 აგვისტოდან - 29 აგვისტოს ჩათვლით მითითებულ ბმულზე https://forms.gle/oqiGWajGxoBioaHa6

დოკუმენტების წარმოდგენის ვადები

SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 30 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ორ ეტაპად: 

  • პირველი ეტაპი: 2023 წლის 30 აგვისტოდან - 14 სექტემბრის ჩათვლით;
  • მეორე ეტაპი: 2023 წლის 18 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია მეორე ეტაპზე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დარჩება ვაკანტური ადგილები.

წარმოსადგენი დოკუმენტები

SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა (ასლი);
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შესაძლებელია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა, დროებით/გონივრული ვადით);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი (ამონაბეჭდი საიტიდან - www.naec.ge);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები (ამონაბეჭდი საიტიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ენობრივი კომპეტენციის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები

გამოცდები ჩატარდება რეგისტრაციის პარალელურად, მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ნებისმიერ სასურველ დღეს - 10:00 საათიდან 20:30 საათამდე, SEU-ს საგამოცდო ცენტრში.

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა ინგლისურ ენაში

ინგლისური ენაგანათლების ადმინისტრირებაკლინიკური ფსიქოლოგიამონაცემთა მეცნიერებასაბანკო საქმეადამიანური რესურსების მართვასამართალისოციალური ფსიქოლოგიაბიზნესის ადმინისტრირებაბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

თითოეული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 51%.

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც ჩააბარეს შიდა გამოცდები (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი), იგზავნება შეტყობინება SEU-ს სახელით ან/და სია ქვეყნდება ვებგვერდზე (პერსონალურ მონაცემთა დაცვით), გამოცდების დასრულებიდან რეგისტრაციის დასრულებიდან სამი დღის ვადაში.

შიდა გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაასაჩივროს შედეგები გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში.

გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ გამოვლინდება მაგისტრატურაში ჩასარიცხ კანდიდატთა ვინაობა, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე უფლება მოიპოვეს სწავლა გააგრძელონ SEU-ს შესაბამის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მაგისტრატურაში ჩარიცხვა ფორმდება რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა მაგისტრატურაში მისაღები საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით შედგენილი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე და მაგისტრანტობის კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც არ გააფორმებს ხელშეკრულებას, SEU-ში არ ჩაირიცხება და მის ადგილს დაიკავებს რანჟირების დოკუმენტით დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატი.

საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში: ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირის გარდა) - 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, წინანდლის ქ.N17 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ), SEU-ს ახალი კამპუსი, პირველი სართული.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს SEU სთავაზობს ფინანსური შეღავათის სპეციალურ სისტემას - იხილეთ ბმული: https://www.seu.edu.ge/ka/657/

Message body empty