არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • აკონტროლებს და უძღვება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს;
  • ამზადებს სალექციო, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ცხრილებს;
  • თვალყურს ადევნებს სასწავლო პროცესის მსვლელობას;
  • ფინანსურ დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას თითოეული აკადემიური პერსონალის მიერ  
  • სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ;
  • უზრუნველყოფს დიპლომების მომზადებას  კურსდამთავრებულთათვის გასაცემად;
  • ამზადებს დიპლომების დანართებს;
  • ახორციელებს რექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა  აღსრულებას.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი  

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (შემდგომში - სამსახური) ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია ვიცე-რექტორის   წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.