English
EN GE

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ გაყიდვების ლაბში აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

 

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსები
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებით)

 

თუ შენ:

  • გინდა დაეუფლო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას;
  • გსურს გამოიმუშავო ის აუცილებელი უნარები, რომლებიც კარიერულ ზრდაში ყოველთვის დაგეხმარება;
  • გსიამოვნებს სხვადასხვა ტიპის ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა;
  • შეგიძლია სხარტი აზროვნება, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა;
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, მოქნილი, გამბედავი და აქტიური;

 

მაშინ ეს სამუშაო პოზიცია სწორედ შენთვისაა! - რაც მთავარია, 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, ავტომატურად დაწინაურდები ირაოს კარიერული კიბის მომდევნო საფეხურზე. ეს კი, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს, ახალ გამოწვევებს და სტაბილურობასაც ნიშნავს.

 

და მაინც, რატომ ირაოს გაყიდვების ლაბი? - აქ:

  • კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
  • ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
  • განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალურობა საკადრისად ფასობს;
  • ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;
  • შექმნილია მეგობრული გარემო, სადაც ყველა ერთმანეთის მასწავლებელია!

 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

  • უამღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტიც)
  • გაყიდვების პრინციპების თეორიული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • სასურველია, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
  • სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

 

ჩვენთან, საცალო გაყიდვების აგენტი შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს:

  • კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
  • განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საცალო გაყიდვების აგენტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და ეტაპობრივი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„ირაო“ გისურვებთ წარმატებას!