არ მსურს გამოწერა

კულტურის და სპორტის სამსახური

კულტურისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • სპორტული და შემოქმედებითი  ღონისძიებების ორგანიზება, სტუდენტებისა და პერსონალის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა, სპორტის პოპულარიზაცია;
  • კულტურული პროექტების განხილვა და მათი განხორციელების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება და ხელშეწყობა;
  • სპორტული ტურნირებისთვის განაცხადის წარდგენა ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში;
  • სპორტული მოთამაშეების შერჩევა ნაკრებისთვის მწვრთნელებთან ერთად;
  • სპორტული ნაკრების მომარაგება საჭირო ინვენტარით;
  • ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტისა და ტურნირის გამართვის ადგილის შესაბამისი ქვეყნის საკონსულო სამსახურის  მოთხოვნების შესაბამისად ყველანაირი დოკუმენტაციის წარმოება;
  • კულტურული და სპორტული ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური ხარჯისა და საჭიროებების ანალიზი და დაფინანსების წყაროების მოძიება.

კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი

  • კულტურისა და სპორტის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის უფროსის   ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.