არ მსურს გამოწერა

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სერვისების მართვის დეპარტამენტი

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში-დეპარტამენტი) კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტში შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
  • შეხვედრები უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან და შემდგომ რექტორისთვის მოხსენება;
  • სტუდენტთა და დაინტერესებულ პირთა მხრიდან  ნებისმიერი საკითხის, მათ შორის პრობლემების, რექტორისთვის მიწოდება;
  • ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო  გამოცდებით ასევე მობილობით გადმოსულ სტუდენტთათვის ხელშეკრულების პირობების (გადასახადის გრაფიკების, ფინანსური შეღავათების, სტიპენდიების) რექტორთან შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის სამსახურისთვის მიწოდება;
  • აბიტურიენტთა ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების, ფინანსური შეღავათების, სტუდენტთა სასწავლო და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ;უნივერსიტეტის შენობაში არსებული ფართის სხვა რომელიმე გარე სამსახურისთვის დროებით სარგებლობისთვის დათმობის შესახებ რექტორის ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, შიდა და გარე მობილობის პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სეუ-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების  კონტროლი
  • საინფორმაციო სამსახურისთვის  რეგულარულად ინფორმაციების მიწოდება და მათ მიერ დაინტერესებულ პირთათვის მიწოდებულ ინფორმაციის კონტროლი;
  • სტუდენტურ საქმეთა მენეჯერების საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • კულტურისა და სპორტის  სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა განხორციელების პროცესის მონიტორინგი;
  • სამედიცინო დახმარების  სამსახურის საქმიანობის მონიტორინგი;
  • სეუ-ფიტნესის გამართულად ფუნქციონიერბისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და კონტროლი;
  • უნივერსიტეტის  საერთო საცხოვრებლის მონიტორინგი;
  • კონტენტ მენეჯერისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება და კონტროლი;
  • სტუდენტის კმაყოფილების და საჭიროების კვლევა შეფასება.

დეპარტამენტი  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  რექტორის წინაშე;

 

დეპარტამენტის უფროსი

  • დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია   რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • დეპარტამენტის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.

დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
  • სტუდენტურ საქმეთა სამსახური;
  • საინფორმაციო სამსახური;
  • კულტურისა და სპორტის სამსახური;
  • სამედიცინო დახმარების სამსახური;
  • საერთო საცხოვრებელი;
  • სეუ-ფიტნესი.