სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტი

მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:

  • ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების  აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებების შემუშავება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით;
  • შენობა-ნაგებობების,  კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების,  კომპიუტერული ცენტრების თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის ზრუნვა;
  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება მასალებით, სამეურნეო და საკანცელარიო ინვენტარით ;
  • უნივერსიტეტის  სასწავლო ოთახების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა;
  • ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის  და სხვა სისტემების საქმიანობის კოორდინაცია;
  • უნივერსიტეტის სასაწყობო მეურნეობის კონტროლი.

მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი

  • მატერიალურ-ტექნიკურ დეპარტამენტს (შემდგომში-დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია   რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • დეპარტამენტის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.

მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის შემადგენლობაშია  შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • სამეურნეო სამსახური;
  • დასუფთავების სამსახური;
  • შესყიდვების სამსახური.
 

Message body empty