არ მსურს გამოწერა

ვიცე-რექტორის აპარატი

ვიცე-რექტორს  ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

ვიცე-რექტორის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, სტრატეგიული განვითარების მიმართულებების შესრულებისა და მიღწევადობის ინდიკატორების შემუშავება, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ღონისძიებათა კოორდინირება;
  • შეფასების, მონაცემების ანალიზისა და განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის დასახვა;
  • სასწავლო პროცესის განვითარების, სტრატეგიული მიზნების რეალიზების, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის განვითარების  ნაწილში;
  • უნივერსიტეტის მმართველობითი საქმიანობის განხორციელება საგანმანათლებლო პროცესის, საუნივერსიტეტო კურიკულუმისა და სწავლების ორგანიზაციის განვითარების, თანამშრომლობითობის გაზრდისა საუნივერსიტეტო აკადემიური გარემოს ინოვაციური  განვითარების ნაწილში.

ვიცე-რექტორის დაქვემდებარებაში შედის ვიცე-რექტორის აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და მენეჯერები:  

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
  • საგამოცდო ცენტრი;
  • ბიბლიოთეკა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
  • მონაცემთა ანალიზის მენეჯერი;
  • კვლევების განვითარების მენეჯერი.