არ მსურს გამოწერა

იურიდიული სამსახური

იურიდიული სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი აქტების პროექტების, შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
  • ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის დოკუმენტაციის  ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის  სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა საგანმანათლებლო და შრომით ურთიერთობებზე;
  • უნივერსიტეტის  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

იურიდიული სამსახურის უფროსი

  • იურიდიულ  სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია   ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის უფროსის  ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.