არ მსურს გამოწერა

ბუღალტერია

ბუღალტერიის კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა: შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა, ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვებისა და რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის მიღება და მისი პროგრამული ასახვა, დებიტორების  და კრედიტორების აღრიცხვა და კონტროლი დებიტორულ კრედიტორულ ანგარიშებზე, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
  • საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
  • უნივერსიტეტის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა;
  • უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის არსებული ფინანსური ურთიერთობების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი.

მთავარი ბუღალტერი

  • ბუღალტერიასხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • მთავარი ბუღალტერი ანგარიშვალდებულია   ფინანსური დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • მთავარი ბუღალტერის  ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.