არ მსურს გამოწერა

უსაფრთხოების სამსახური

უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • ახორციელებს დისციპლინის დაცვას  უნივერსიტეტის შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნებით;
  • აკონტროლებს სტუდენტთა უნივერსიტეტში შემოსვლის პროცესს სტუდენტთა ბარათების მეშვეობით;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის  შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის დამრღვევი სტუდენტების გამოვლენას და მათი საქმის განსახილველად გადაცემას უნივერსიტეტის შესაბამისი დისციპლინური კომისიისათვის;
  • ზრუნავს  უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებაზე;
  • ზრუნავს უნივერსიტეტის  შენობის უსაფრთხოებაზე;
  • სათვალთვალო კამერების საშუალებით აწარმოებს  შენობაში მიმდინარე პროცესებზე კონტროლს კანონმდებლობის დაცვით;
  • იცავს  უნივერსიტეტის  ქონებას გაფუჭება–გაძარცვისაგან;
  • აღასრულებს რექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და სამართლებრივ  აქტებს.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

  • უსაფრთხოების სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი;
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
  • სამსახურის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.